|
2019-10-07 11:36:44, 860 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ლეღვთახევში და ევროპის მოედანზე დაესწრო
„თბილისობის“ მეორე დღეს დედაქალაქის მერმა ლეღვთახევში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმში წარმოდგენილი იყო პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ასევე, სცენები ძველი თბილისის ცხოვრებიდან ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძე ევროპის მოედანზე მიმდინარე სპექტაკლს ,,MUARE EXPERIENCE” დაესწრო. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საჰაერო თეატრმა როკ მუსიკის თანხლებით წარადგინა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა წლევანდელი "თბილისობა" შეაჯამა. „მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო თბილისს და საქართველოს "თბილისობა". საკმაოდ საინტერესო ორი დღე გამოვიდა. დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით, წარმოდგენებით და კონცერტებით. ვულოცავ ყველას და მჯერა, რომ ყველა ნასიამოვნები დარჩა ამ ორი დღით. როგორც გუშინ ვთქვი, მომავალ წელს „თბილისობა“ მთლიანად მიეძღვნება გია ყანჩელის ხსოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)