15:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 08:37:25, 836 ნახვა

საზოგადოება
მართლწესრიგის ოფიცრებმა ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობა მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში - "მართლწესრიგის ოფიცრის თასი". ღონისძიება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში,„საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ტურნირის მიზანი იყო მართლწესრიგის ოფიცრებსა და მოზარდებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

ჩემპიონატში 24 მართლწესრიგის ოფიცერი და სკოლის 84 მოსწავლე მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში შექმნილი მართლწესრიგის ოფიცერთა ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მოდელს წარმოადგენს. მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის მიზანია საზოგადოებასა და პოლიციას შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება, დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics