14:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 08:31:48, 920 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრა გაამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კორეელმა ექსპერტმა, ქართულ მხარეს, საკუთარი ხედვები გააცნო. ქირურგი თვლის, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს. პროფესორმა საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 18 წარმატებული ოპერაცია უკვე ჩაატარა. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი ექიმების გადამზადების, ასევე რთული ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებების საკითხს. მინისტრის თქმით, დოკუმენტაციაზე მუშაობა და პარტნიორი კლინიკების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძემ კორეელ ქირურგს 18 ქართველი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ჩართულობით ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება. 

შეხვედრას საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტიც დაესწრო, რომელსაც კორეელ ქირურგთან ერთად არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული. 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics