16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 10:35:34, 2850 ნახვა

რეგიონი
ქარელში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

სახელმწიფოს მხარდაჭერით, რკ კოოპერატივმა „სანჩოს ბიჭები“, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ააშენა.

მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 1,211,451 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 450,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.

სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 800 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ოთარ შამუგიასთან, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. უშუალოდ სამაცივრო მეურნეობების შექმნის მიმართულებით, 2019 წელს, ბიუჯეტით განსაზღვრული 10 მილიონ ლარზე მეტი სრულად ათვისებულია. ფერმერების მხრიდან დაინტერესება კვლავაც დიდია; სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან სამაცივრო ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. 2020 წლის ბიუჯეტში, შემნახველი საწარმოების საგრანტო თანადაფინანსებისთვის 15 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ შიდა ქართლის რეგიონში 26 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics