21:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 14:40:52, 2482 ნახვა

პოლიტიკა
​კრისტიან ურსე - რეფორმის მე-4 ტალღა გამჭვირვალე სასამართლოს არსებობას შეუწყობს ხელს

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მიესალმება.

როგორც ურსეს განცხადებაშია აღნიშნული, ეს ცვლილებები სამართლიანი და გაჭვირვალე სასამართლოს არსებობას შეუწყობს ხელს. 

”მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც " სასამართლო რეფორმების მე-4 ტალღას" შეეხება. ამ დოკუმენტზე შეთანხმება იყო ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელშიც მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე იღებდა, მათ შორის პარლამენტი, სასამართლო, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან და არსებით შეთანხმებას ტექსტის ძირითად ასპექტებზე. ძალაში შესვლისთანავე, ეს კანონმდებლობა დააწესებს ჩარჩოს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლოს არსებობისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ეროვნულ პარტნიორებთან, დავრწმუნდეთ, რომ მათ სრულად და ადეკვატურად გამოიყენონ ეს სამართლებრივი დებულებები, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. ჩვენ ველოდებით ამ კანონპროექტიის საბოლოო მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics