09:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 12:50:15, 2804 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - რუსეთი ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს

„რუსეთის ფედერაცია ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბათუმში, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტემიულერთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ოკუპიაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით.

„დღემდე ჩვენთვის გამოწვევად რჩება ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს და რომელიც თავისი უარესი სახით გრძელდება დღემდე. ეს გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ჩვენი მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს, სხვადასხვა საფრთხეებს, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს. რუსეთის ფედერაცია ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პატრნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად, საქართველო ქმნის თავის მომავალს და მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი გზით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics