13:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 10:50:23, 895 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, ვეკუას ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები ხორციელდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად,  გვიან ღამით გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში იმყოფებოდა, სადაც ვეკუას ქუჩის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ თბილისის მერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა. 

კახა კალაძის განცხადებით, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე სამუშაოების ტემპი გამოსწორდა და პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. 

„მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, წყალარინებისა და სასმელი წლის მიწოდების სისტემები; ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება; ელექტრობოძები და სანათები გამოიცვლება; განახლდება ტროტუარები. ასევე, ამ ორ ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსებისთვის ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. იცით, ჩვენი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი  ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. აქ იყო გარკვეული პრობლემები სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და შედეგი სახეზეა. სიტუაცია გამოცოცხლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე განსახორციელებელ სამუშაოებზე განმარტებები დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული ქუჩები 5 მონაკვეთად დაიყო და სამუშაოებიც ხუთეტაპიანი იქნება. 

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, რამდენიმე დღეში ხიზანიშვილის ქუჩის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტდება დაიწყება, ხოლო რვაკილომეტრიანი ორი ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics