21:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 16:23:11, 1832 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

 „ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ფინანსთა მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებობს.

„ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, რაზეც უკვე წლებია, მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის „ქართული ოცნების" მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას ქართული ოცნების აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. დაპირებულ „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და მათ ნაკლები ფული დაუტოვა ჯიბეში. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics