|
2019-10-03 10:47:01, 808 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია ოთხი მუნიციპალიტეტი. ლაგოდეხი პირველია, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე უკვე ჩაატარა. ტყის აღრიცხვა დაწყებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე მათ რიცხვს დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება. ტყის აღრიცხვის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის გეგმები შეიქმნება. ტყის აღრიცხვის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, ასევე საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის სამომავლო ხედვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვიტონთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „ინვენტარიზაციის სამუშაოები საქართველოში 90-იანი წლებიდან არ განხორციელებულა. ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარებით ჩვენ მოვამზადეთ 15 ახალგაზრდა სპეციალისტი, დავამუშავეთ მეთოდოლოგია, შევქმენით ახალი ელექტრონული პროგრამა. განახლებული ინფორმაცია ტყის მდგომარეობის შესახებ, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი პარამეტრებით საჭიროა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს სატყეო სამუშაოების სწორი გეგმები. ეს არის მდგრადი მართვის მთავარი წინაპირობა. ლაგოდეხში ჩატარებული ღირებული სამუშაოები წლის ბოლომდე იქნება სრულად გაანალიზებული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტყის მდგრადი მართვის დანერგვას და ეროვნული ექსპერტიზის გაზრდას ტყის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა. ტყის აღრიცხვის პროცესში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე-სპეციალისტების დახმარებით, შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარეს. პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, 15 სპეციალისტი გადამზადდა. სატყეო პროექტი ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)