|
2019-10-03 10:45:29, 1627 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პრივატიზაციის პროცესში გვჭირდება სერიოზული ცვლილება და გამკაცრება
პრივატიზაციის ტემპებით გარკვეულ ნაწილში კმაყოფილი ვარ, თუმცა მაქვს უკმაყოფილების საფუძველიც და ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ცვლილება, სერიოზული გამკაცრება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემაში „ბიზნესი მაესტროზე" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებებია შესატანი სახელმწიფო საწარმოების მართვის პროცესშიც. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საწარმოების პრივატიზება უფრო რთული პროცესია. „შედარებით კმაყოფილი ვარ იმ მიღწევებით, რაც შევძელით უძრავი ქონების გააქტიურების თვალსაზრისით. იცით, რომ ბიუჯეტის წლიური გეგმა საკმაოდ ლიბერალურად იყო დაგეგმილი, შესრულებული და წლის ბოლომდე რეალისტურია, რომ 100 მილიონ ლარს გადავაჭარბოთ. თუმცა რეალურად, ეს შევძელით უძრავი ქონების აქტიური პრივატიზების ხარჯზე" - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების გასხვისებას, გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადადგმულია - გორის ქარის ელექტროსადგური უკვე მომზადებული და გამოტანილია საპრივატიზაციოდ. „თუმცა, ამ მიმართულებით და ამ ტემპებით კმაყოფილი არ ვარ და აქედან გამომდინარე სამინისტროში, მთლიანად გუნდში, ვფიქრობთ, როგორ განვაახლოთ პრივატიზაციის მიდგომები, როგორ გავხადოთ ის უფრო ეფექტიანი და სწრაფი. მართალია, გარკვეული მოსამზადებელი პროცესი ამისთვის იყო საჭირო, მაგრამ ამ მხრივ დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ამ მიმართულებას აქტიურად შევეჭიდოთ. იქნება ეს იგივე „საქართველოს ფოსტა", რომლის საპრივატიზაციოდ გამოტანა წლების წინ იქნა დეკლარირებული და ჩვენ გვინდა ეს პროცესი დავიწყოთ, თუმცა მთავარია ეს იყოს სწორად შეფუთული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, როდესაც საუბარია, რომ შესაძლებელია 150 მილიონ ლარამდე ქონების პრივატიზაცია მოხდეს, ეს არ არის ზოგადი ნათქვამი, არამედ ეყრდნობა წლევანდელ მიღწევას და იმ პრობლემების გაგებასა და აღიარებას, რაც ამ კუთხით დაგროვდა. „ამიტომ გვჭირდება სერიოზული ცვლილებები, სერიოზული გამკაცრება პრივატიზების პროცესში და სახელმწიფო საწარმოების მართვაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
(NS)
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)