13:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-03 10:35:29, 1001 ნახვა

საზოგადოება
გახარია: გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს

გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემერმა კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვა.

„პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, დიდი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ნამდვილად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გია ყანჩელის ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკა მსოფლიო საგანძურში დაიკავებს ადგილს. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და საქართველოს მოქალაქეებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში, 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics