|
2019-10-02 18:19:22, 1227 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, ასევე, თვალამრიდისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერის თქმით, თამარ მეფის პანდუსზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. „თამარ მეფის პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, სრულად ხდება აღნიშნული ჩამოსასვლელის რეაბილიტაცია - იცვლება საყრდენები და კოჭები, განათების ბოძები, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწისქვეშ განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება ახალი სანათები. არსებულ კლდეზე მხატვრული მინათებები გაკეთდება და საერთო ჯამში, კარგი პროექტი გამოვა. რაც მთავარია, პანდუსი იქნება მყარი და უსაფრთხო. პროექტის ღირებულება დაახლოებით, ორი მილიონი ლარია. სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ახალი ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი ეწყობა, საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 36 ერთეული კოჭი უკვე მოწყობილია. პანდუსის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით, 1 836 543 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს. ადგილზე კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
(R)
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)