|
2019-10-02 15:18:40, 2318 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ე.წ „ოცნების ქალაქის“ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ოცნების ქალაქში“ იმყოფებოდნენ. ჯაბა ფუტკარაძე და ზაალ მიქელაძე მოსახლეობას შეხვდნენ და მათ „ოცნების ქალაქის“ პროექტის დიზაინი გააცნეს. მთავრობის წარმომადგენლებმა პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ ისაუბრეს და მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ამ დროისთვის „ოცნების ქალაქის“ პროექტირება დასრულებულია, ძალიან მალე გამოცხადდება ტენდერი მშენებლობაზე და დაიწყება მშენებლობა. 2019 წლის აჭარის ა.რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ოცნების ქალაქის“ პროექტისთვის 3 750 000 ლარია გათვალისწინებული, 2020 წელს კი ამავე პროექტისთვის 12 000 000 ლარი დაიხარჯება. ✅„ყველა ის დაპირება, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მათ შორის „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, რომ ეს დასახლება გადაიქცევა ნამდვილ „ოცნების ქალაქად“, უპირობოდ იქნება შესრულებული. უპრეცენდენტო გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმ მძიმე სოციალური მდგომარეობით, რომელიც ჩვენ იქ ადგილზე გასვლისას დაგვხვდა. ეს იყო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა და ჩვენმა მთავრობამ მიიღო საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება“-„ოცნების ქალაქის“ მიმდინარე პროექტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)