|
2019-10-02 14:15:21, 1529 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო: ტაქსების რეფორმა ჩაიშალა და რეგულაციების გაუქმებას მოვითხოვთ
„ევროპული საქართველო“ პარლამენტსა და საკრებულოში, „ქართულ ოცნებასა“ და მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ აფრთხილებდა, არ აემოქმედებინა ტაქსების რეგულაცია და არ გადაედგა ეს მავნებლური ნაბიჯი, - ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში საკრებულოს წევრმა გიორგი გაბაშვილმა და პარლამენტის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს. გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ეს რეფორმა ჩაშლილია და „ევროპული საქართველო“ თბილისის მერიას მიმართავს აღნიშნული რეგულაცია გააუქმოს და დაუბრუნდეს წელიწადნახევრის წინანდელ მდგომარეობას. „ევროპული საქართველო“თბილისის საკრებულოში მოითხოვს გაუქმდეს ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაცია და დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას რომელიც იყო წელიწადნახევრის წინ. ამ მოთხოვნაში პარლამენტში ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დაგვიჭერს მხარს. მერიას ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ ტაქსების რეგულაცია გამოიწვევდა სამუშაო ადგილების დაკარგვას. ეს ცრუ რეფორმა არის ჩაშლილი. საინტერესოა, რას ეუბნება თბილისის მერია 30 ათასზე მეტ ტაქსის მძღოლს, რომელიც თავად აღრიცხა, რატომ არ აქვთ უფლება ფერად ტაქსებს ქუჩაში აიყვანონ მგზავრი, რატომ უნდა დარჩნენ მათი ოჯახები შემოსავლების გარეშე და რატომ განახორციელეს საერთოდ რეფორმა, რომლის შედეგიც არის სამი და სამივე არის კატასტროფულად ცუდი. პირველი შედეგია ადამინების შემოსავლების გარეშე დატოვება, რაც კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს, მეორე ეს არის ტაქსის მომსახურების გაძვირება და მესამე შედეგი იქნება ტაქსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება ქალაქში. ამ ცრუ რეფორმის, ამ სიყალბის სამივე შედეგი, რომლზეც ჩვენი წელიწადნახევრის წინ ვაფრთხილებდით, არის მკვეთრად უარყოფითი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც თბილისის მერიამ ამ მიმართულებით გადადგა არის გაუზრებელი, სულელური, ორიენტირებული ადამიანების გაღარიბებაზე, ტაქსის მომსახურების გაძვირებაზე“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა „ევროპული საქართველო“ როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ აფრთხილებდა ’’ქართულ ოცნებას’’ და მერიას, არ გადაედგა ეს ნაბიჯი და არ აემოქმედებინა მავნებლური რეგულაციები ტაქსებთან მიმართებაში. არ მახსენდება ამ მასშტაბით ჩაძვრომა ჩვენი მშრომელების ჯიბეში. მერია მათ ჯიბეში ჩაუძვრა ლიცენზიებით, მანქანების გადაღებვის დავალდებულებით, რაც დღეს უკვე 800 ლარი გახდა. ეს ვაუჩერი 2 წლიანია, რა პერიოდშიც მანქანის მფლობელს ეკრძალება მისი გაყიდვა, წინაარმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 700 ლარით. ორი წლის შემდეგ კი, თეთრი ტაქსის გაყიდვა შეუძლებელიც იქნება, რადგან ეს ლენტები აფუჭებს მანქანას, აქვეითებს მის ფასს. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ. ეს მავნებლური რეგულაციები ერთის მხრივ, აძვირებს მგზავრობას, მეორეს მხრივ კი, გაზრდის უმუშევრობას . მთავრობა მოქალაქეებს ურთულებს ცხოვრებას, უძვრება ჯიბეში და აწვალებს ზედმეტი რეგულაციებით. ამ ყველაფრის გარდა, პატრული, ჩვენი პოლიცია, რომელიც უნდა იყოს დაკავებული კრიმინალთან ბრძოლით, ფერად ტაქსებს აჯარიმებს 200 ლარით“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)