|
2019-10-01 18:04:19, 1973 ნახვა
კომენტარი
გახარია - ფრენების აღდგენა მიეხმარება ტურიზმს, ათასობით ქართველს, რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა
„როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს, ასევე, ასი ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. რაც შეეხება რისკებს, მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და რისკების მართვის მენეჯმენტი - უფრო ხარისხიანი. „ის პოზიტიური ცვლილებები, რაც შეიძლება გაუმჯობესებისკენ იყოს, მაგალითად ფრენების აღდგენა, მე მივესალმები. რისკები უნდა ვმართოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება, როგორც ტურიზმს ასევე, ათასობით ქართველს რომელსაც გარკვეულ მობილობაში პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და ჩვენი რისკების მართვის მენეჯმენტი უნდა იყოს უფრო ხარისხიანი. უნდა ვეცადოთ ეს რისკები ვმართოთ, უნდა ვეცადოთ, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდება უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვმართოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოაგვაროს ის ურთულესი და უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი, უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენი სათქმელი ყოველთვის იქნება ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)