16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 13:22:58, 2955 ნახვა

რეგიონი
ანთაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნები არ არსებობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნები არ არის.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ანთაძემ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ გააკეთა.

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ვითარება განიხილება.

„დღეს განვიხილავთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს. ვინაიდან ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი მათ პირდაპირ დაუკავშირეს ყოველგვარი ობიქტური მიზეზისა და საფუძვლის გარეშე ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებს, ბუნებრივია ამ კონტექსტში ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს და კიევ ერთელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, რაც უკავშირდება მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მათი ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას ეს იქნება სოციალური მომსახურება, სამედიცინო სერვისი თუ სხვა რამ მიუღებელია, რომ იყოს ვაჭრობის საგანი და ვინმე ამით შეეცადოს პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას.

რაც შეეხება ახალგორში შექმნილ ვითარებას, როგორც კრიზისის, ამის შეფასების არანაირი ინდიკატორი ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა, თუ დროულად არ გაიხსნა და მოსახლეობას არ მიეცა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რაღაც პერიოდში მათ აუცილებლად შეექმნებათ კონკრეტული პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics