03:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 12:49:34, 1501 ნახვა

სამართალი
ქვიარ ადამიანის სახლში შეჭრის მცდელობის გამო 1 პირს ბრალი წაუყენეს - თანასწორობის მოძრაობა

„თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, 18 სექტემბერს მათ დაუკავშირდათ ქვიარ თემის წევრი, რომელმაც განაცხადა, რომ უცნობი პირი ცდილობდა მის საცხოვრებელ სახლში შეჭრას.

თემის წარმომადგენლის მტკიცებით, უცნობი პირი აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს.

"აღნიშნულმა პირმა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია. ამის შემდეგ დაზარალებულმა მიმართა პოლიციას და საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებული არასწრულწლოვანია, მას გაუფორმდა განრიდების ხელშეკრულება. დაევალება ბრაზის მართვის კურსების გავლა, ასევე თავშესაფარში იმუშავებს უფასოდ გარკვეული საათების განმავლობაში.  საქმეში გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი. ყველაფერი სოციალური ქსელებში კიბერ ბულინგით დაიწყო. სახლში შეჭრის მცდელობამდე, აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშიდა და ჰომოფობიურ კომენტარებს საჯაროდ უწერდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics