|
2019-10-01 11:11:40, 1182 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება
5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები. თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა. 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე - „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია - „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე - „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი - კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე - „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი - ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები - ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი - „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე - „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს. თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა - „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.
(NS)
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)