17:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 17:04:02, 1672 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: რუსეთთან ფრენების აღდგენა ცალსახად პოზიტიური სიგნალი იქნება

„მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა შემიძლია დავადასტურო ის, რაც ახლა უკვე სტატისტიკურადაც ჩანს - რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერებამ სერიოზულად დაგვაზარალა", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის კომენტირებისას. ნათია თურნავას განცხადებით, ამაზე ეროვნული ბანკის 8 თვის მონაცემებიც მეტყველებს, რომელთა მიხედვითაც საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსული თანხების მხრივ კლებაა.

„ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას მაქსიმალურად  დავუდექით გვერდში, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებს, ეს ნეგატიური ტენდენცია ჯერ კიდევ არ არის გადალახული და იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ მის გადალახვას", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს მომავალში ფრენების აღდგენა ცალსახად  პოზიტიური სიგნალი იქნება ჩვენი ბაზრის განვითარებისთვის, მით უმეტეს მოახლოებული ზამთრის ტურისტული სეზონის ფონზე.

 „ჩვენი სამთო კურორტები ელოდებიან ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს. აქედან გამომდინარე, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა იქნება ძალიან დადებითი განვითარება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის. ყველაფერი, რაც წაადგება ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ტურიზმს, ცალკეულ ოჯახებს და მცირე ბიზნესს, ჩვენთვის კარგი და დადებითია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics