12:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 16:06:02, 1215 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი - მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს

„ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა ფორმატს, მათ შორის საერთაშორისოს, იმისათვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრული ქვეყნის დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს.  საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უმოკლეს ხანებში ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის გააუმჯობესებს საჰაერო მიმოსვლას და, ამავდროულად, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისასალმებელი ფაქტია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია,  ორ ქვეყანას შორის მოიხსნას ის დამატებითი ბარიერები, რაც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება და რაც მოსახლეობის მნიშვნელობანი ნაწილის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ეს არის ღიად განცხადებული პრიორიტეტი და არაფერია აქ დასამალი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics