|
2015-07-15 09:27:24, 614 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება. კონსულტაციები ამჯერად გაფართოებული შემადგენლობით შედგება. როგორც ზურაბ აბაშიძემ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხის მწვავედ დააყენებს. მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობაა და მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, საქართველომ რუსეთთან კომუნიკაცია არ უნდა შეწყვიტოს. „ჩვენს ძალისხმევას, კრიტიკას, რაღაც შედეგი დღეს და ხვალ აუცილებლად მოჰყვება. ასეთი გაზვიადებული მოლოდინები არ უნდა შევიქმნათ. რუსეთი არის ურთულესი მეზობელი. მარტო ჩვენ არ გვიჭირს მასთან ურთიერთობა. ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ უკან წავაღებინოთ. ჩვენ რაც გავაკეთეთ ჩვენს ფორმატში, ერთი ნაბიჯი პრინციპული კომპრომისის არ გადაგვიდგამს, არაფერი არ დაგვითმია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)