|
2019-09-30 14:45:38, 1142 ნახვა
საზოგადოება
ფარული კადრებით 4 პირს აშანტაჟებენ, ყველანი „ოცნების“ წევრები არიან - ბესელიამ პროკურატურა დატოვა
გენერალურ პროკურატურაში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას გასაუბრება დასრულდა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მან გამოძიებას დაუდასტურა ის ფაქტი, რომ მმართველ გუნდში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დეპუტატის მტკიცებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ამ დრომდე აშანტაჟებენ. ბესელიას თქმით, მან სულ 4 ასეთი შემთხვევის შესახებ იცის, თუმცა გამოძიებას მსახელბსა და გვარებს ამ პირების ნებართვის გარეშე ვერ დაუსახელებს. მანვე დასძინა, რომ ოთხივე ფაქტი "ქართული ოცნების" წევრებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ ყველა ეს პირი გუნდის წინა რიგებშია. "ფაქტებზე გამოძიება ჯერ არ არის დაწყებული. მიმდინარეობს წინასწარი ინფორმაციის მოძიების პროცესი. ეს იყო არა დაკითხვა ან გამოკითხვა, არამედ გასაუბრება. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. მე დავადასტურე უწყებაში, რომ ნამდვილად ვფლობ ინფორმაციას, რომ არიან პირები პარლამენტშიც და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. მე ეს გავაკეთე პრევენციისთვის. არსებობენ ადამიანები, რომელთა მიმართაც არის გამოყენებული უკანონო ჩანაწერის მეთოდი. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეუძლია. საუბარი არ მაქვს რიგით ადამიანზე, არამედ გარკვეულ პირთა წრეზე, რომელსაც შეუძლია თავი დაიცვას. საგამოძიებო ორგანოსთან შევთანხმდით, რომ კანონმდებლობა მე არ მაკისრებს ვალდებულებას, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია მე გავცე, იმ ადამიანების ნებართვის გარეშე. გვარები არ დამისახელებია. ფაქტი დავადასტურე. დამატებით უწყებაში ვთქვი, რომ თუ გამოძიება ოფიციალურად დაიწყება, იქ სადაც შევძლებ გვარებით საუბარს, ეს არის მოსამართლეების გარკვეული გავლენიანი ჯგუფი და პარლამენტარები, კონკრეტულად ზარდიაშვილის-მათკაშვილის გვარები, რომლებიც ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. მე ვიცი 4 ასეთი შემთხვევა,თუმცა შეიძლება იყოს მეტი, მათ სორის არის მამაკაციც. მმართველ გუნდში არიან ეს პირები. რამდენიმემ თვითონ მითხრა, რამდენიმეს შესახებ შევიტყე როგორც პარლამენტის წევრმა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)