|
2019-09-30 13:44:48, 1659 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშილი: თავდაცის უწყების მთავარი პრიორიტეტი ჯარისკაცებზე ზრუნვა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების მთავარ პრიორიტეტად ჯარისკაცებზე ზრუნვა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დაასახელა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. „პირველი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენ ბიუჯეტში 26 მილიონი გვქონდა გათვალისწინებული და 100 მილიონამდე გავზარდეთ. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ 2020 წელს მაქსიმალურად გავშალოთ ფრონტი და თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყოთ განახლება სამხედრო ბაზების, ყაზარმების, სველი წერტილების, სასადილოების თუ სხვა. მეორე მიმართულება იქნება ჯარისკაცების ეკიპირების გაუმჯობესება - ჩაცმულობა, ფეხსაცმელები და სხვა. კვება გახდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. გაგრძელდება ჩვენი სამხედროების ფიზიკური მომზადება, მინდა, ასევე აღვნიშნო ამერიკული მხარის დახმარება ამ მიმართულებით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ხელფასების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული და მომავალ წელს ხელფასები 20 მილიონი ლარით იზრდება, წოდებისა და რანგის მიხედვით 100-500 ლარამდე იზრდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხელფასების მატების გარდა, უწყება სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის დაზღვევისა და დაჭრილ-დაშავებული სამხედროების სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, სამხედრო მრეწველობის განვითარება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. „მინდა აქცენტი გავაკეთო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. ამაში მე ვგულისხმობ შეიარაღების, ასევე თავდაცვის სისტემების ნაწილს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება სამხედრო მრეწველობის მიმართულება, ასევე, ადგილობრივი წარმოების დაწყება. ასევე, წარმოგიდგენთ მნიშვნელოვანი იდეას, რეფორმების და განათლების მიმართულებით. ჩვენ ზრდა გვექნება განათლების კომპონენტში და კიბერუსაფრთხოებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ახალი იდეა გააჟღერა. „გვინდა დავამუშავოთ იდეა, რომელიც ითვალისწინებს ერთგვარ ფრონტ-ოფისის გახსნას ყველა რაიონში. ეს საწყისი იდეაა და ამაზე გვექნება კონსულტაციები მთავრობის ფორმატში, რომელიც ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას. წვევამდელებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მილიონი ლარით, აქედან 25 მლნ ლარით დამატებით იქნება დაფინანსებული საბიუჯეტო სახსრებიდან. გასულ წელს იყო 820 მილიონი, 2020-ში იქნება 845 მილიონი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
(NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)