19:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-29 19:18:01, 1570 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს.  

დღეს პარტიის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი საოლქო  ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. 
სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის  პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და აქტივის წევრები. 
პარტიის ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“  რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თედო ისაკაძე და პარლამენტის წევრები.

NS





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics