06:21 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 13:31:32, 2859 ნახვა

სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, 2 პირი: 1963 წელს დაბადებული ტ.შ. და 1983 წელს დაბადებული პ.დ. დააკავეს.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული:

„სამართალდამცველებმა ტ.შ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხაშურში, საავტომობილო გზაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - "ჰეროინი" და ,,კოკაინი" ამოიღო. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე პირს - პ.დ.-ს, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ანაკლიაში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ფსიქოტროპული პრეპარატი "ლირიკის"  50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics