10:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 13:16:34, 2562 ნახვა

საზოგადოება
ბესელია: კვირიკაშვილს შევხვდი, ის ჩემი მეგობარია - პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი არ ყოფილა

 „ჩვენი შეხვედრა არანაირ სამომავლო გეგმებს არ ეხებოდა. გიორგისთან ვმეგობრობ და ვისაუბრეთ უბრალოდ სხვადასვა საკითხებზე“, - ამის შესახებ „მთავარ არხს“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კვირიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ძალიან უკმაყოფილოა.

„ჩვენი შეხვედრა არანაირ სამომავლო გეგმებს არ ეხებოდა. გიორგისთან ვმეგობრობ და ვისაუბრეთ უბრალოდ სხვადასვა საკითხებზე. რაც პირველი არ არის, რა თქმა უნდა და ვსაუბრობთ ხოლმე, მას შემდეგ, რაც გიორგი ხელისუფლებაში აღარ არის. მას აწუხებს მიმდინარე ამბები და ბევრი ის საკითხი, რომელიც არ შეიძლება გულგრილს გტოვებდეს. მე ვთვლი, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ.

რაც შეეხება, ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, მე სხვა პარტიაში ვერ ვიქნები, იმიტომ რომ საკუთარი პარტია დავაფუძნე და ვაპირებ რომ ამ პარტიას გავუძღვე არჩევნებზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics