18:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 15:15:13, 2820 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესებისთვის საქართველო ნებისმიერ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველო, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დასაცავად დაჯდება ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრას.

არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მხარის პოზიციას, რომ დეოკუპაცია მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკით, მშვიდობიანი გზითა და საქართველოს პოზიციების პრინციპული დაცვით შეიძლება განხორციელდეს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით, საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია - რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მხოლოდ ჩვენი პოზიციების პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი, რომ მომავალში ეს პროცესი განვითარდეს, დაფიქსირებული იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს წარმოადგენდა.

რუსეთთან და ოკუპაციასთან მიმართებაში,  გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა. არ დავუშვებთ, რომ საქართველო რამე პროვოკაციაში იქნეს ჩათრეული და არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა  და დეოკუპაციის მიმართულებით. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან - დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს ასე იყოს მომავალშიც და კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერ შეხვედრაზე, ნებისმიერ ფორმატში, ჩვენი გზავნილი და პოზიცია იქნება იგივე - საქართველო მშვიდობიანი გზით, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, თავისი ეროვნული ინტერესების დაცვით, მონაწილეობს ნებისმიერ ისეთ ფორმატში, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics