10:56 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 12:03:57, 1729 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ვიცე-მერმა და მერის მოადგილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და მერის მოადგილეებმა  გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„უკვე 26 წელია, ეს ტკივილი  ყველა ქართველს მოჰყვება. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები,  რომლებმაც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას  თავი შესწირეს. ახლა მთავარი  ისაა, ერთად ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო და მშვიდობიანი გზით შევძლოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics