15:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 10:43:05, 2964 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: შუახევში თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაულის, ჭვანას და წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

პროექტი „ღია შეხვედრები" ორ თვეზე მეტია საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას.

მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად შუახევში ახალი სკოლის მშენებლობის დაწყების პროცესს გაეცნო. სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სკოლაში ასევე, მოეწყობა სააქტო დარბაზი, დახურული და ღია სპორტული სივრცეები. შენობა უზრუნველყოფილი და  სრულად ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 2 171 873 ლარია. პროექტი 2021 სასწავლო წლისთვის დასრულდება. შუახევის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

„ვაგრძელებთ მოსახლეობასთან ღია შეხვედრებს დიალოგის ფორმატში. ამ შეხვედრებში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო. შუახევის მუნიციპალიტეტებში ძალიან აქტიურად ვითარდება სასკოლო ინფრასტრუქტურა. მოვინახულეთ რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი. შუახევის ცენტრში შენდება ახალი თანამედროვე სკოლა, ეს იქნება დამატებითი სტიმული როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები. შუახევის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics