|
2019-09-26 23:05:21, 2024 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - ლავროვს პირდაპირ ვუთხარი რომ აუცილებელია დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმა
„მე მას პირდაპირ ვუთხარი რომ აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისკენ და დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა, მათი პოლიტიკური ნების გამოვლინების გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა, რადგან ის არის ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიების და მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა იმ პოზიტიურ კონსტრუქციულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა 2012 წლიდან და მე ძალიან დეტალურად ვესაუბრე და პირველად მქონდა შესაძლებლობა რომ მეთქვა თუ რა ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის არის კარსანი-აბაშიძის ფორმატი, ძალის არგამოყენების ვალდებულება, რასაც პირნათლად ვასრულებთ და რასაც ვითხოვთ, რომ მათგანაც მოხდეს შემხვედრი ნაბიჯების გადაგმა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი, ასევე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების არსებობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური პრინციპია ჟენევის მოლაპარაკებებში და ბუნებრივია მიუღებლობა იმისა, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, რომ ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ, მათ ექმნებათ სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემები თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ ასპექტს“ -განაცხადა ზალკალიანმა იმედის პირდაპირ ეთერში, რუსეთის ფედრაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შვეიცარიის კონფედერაციის მედიაციით გამართული შეხვედრის კომენტირებისას. დავით ზალკალიანის განცხადებით იმის ილუზია, რომ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ რაიმე გარღვევას ექნება ადგილი არ არსებობს, თუმცა შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივა იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაეფიქისრებინა საკუთარი პოზიცია. შეგახსენებთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)