09:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 15:45:55, 2147 ნახვა

საზოგადოება
„მეცინიერება მოგზაურობის დროს“ - სამეცნიერო კონგრესი გაიმართა

 „მეცნიერება მოგზაურობის დროს“ - ამ დასახელების სამეცნიერო კონგრესი სასტუმრო რედისონში გაიმართა. შეხვედრაზე მედიცინის აქტუალური საკითხები განიხილეს.

კონფერენცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა.

თამარ გაბუნიამ ფორუმის ორგანიზატორებსა და წევრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიების საქართველოში ჩატარებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევზებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს სამინისტროს მიღწევები გააცნო.

კონგრესში მონაწილეობას 130 გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ექიმი იღებს, რომლებსაც მინისტრის მოადგილე, ავსტრიის ელჩის რეზიდენციაში, დღეს საღამოსაც შეხვდება.

კონგრესი 10 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, ქვეყნები კი მათი ისტორიის მედიცინასთან კავშირით ირჩევა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics