|
2019-09-26 15:23:14, 4009 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე 85 კმ წყალმომარაგების ქსელი ეწყობა, რომელიც 8 ათასზე მეტ აბონენტს მოემსახურება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობის სამუშაოებს ქალაქ ბათუმის მერთან ერთად გაეცნო. ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა და მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა წყლებს იყენებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. I ეტაპზე წყალმომარაგების ქსელი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში მოეწყო. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მეჯინისწყლის ხიდამდე 3500 აბონენტის წყალმომარაგება. პროექტის II ეტაპზე კი, ხელვაჩაურის ცენტრამდე, მაგისტრალური მილის მოწყობა განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია. ,,ბათუმის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მოწესრიგება. დღეს დავათვალიერეთ ახლად შემოერთებული ტერიტორიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, სადაც 8 ათასზე მეტი აბონენტი ძალიან მალე მიიღებს თანამედროვე წყალმომარაგებას. რამდენიმე დღეში გვექნება სიახლე, ბათუმის, მათ შორის, ახალ შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგება-წყალარინებასთან დაკავშირებით. ჯამში, 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა შევძლოთ პრაქტიკულად მთელი აჭარის ტერიტორიაზე გვქონდეს თანამედროვე წყლის ინფრასტრუქტურა", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით 85 კილომეტრს შეადგენს. ,,ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტი, განსაკუთრებით ბათუმის ამ ნაწილისთვის, ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც , რომლებიც ბათუმის ტერიტორიებია, წყლის მომარაგების თვალსაზრისით. ძალიან მალე მოსახლეობას წყალი მიეწოდება" - განაცხადა ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. პროექტი ბათუმის მერიის, აჭარის ა.რ მთავრობისა და შპს ,,ბათუმის წყლის" მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)