16:48 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 12:18:33, 1798 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა, - ამის შესახებ ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მოძრაობაში შევლენ: ადვოკატი ალექს ბოლქვაძე, პოეტი/სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ შავგულიძე, მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი, ჰიდრო და საზღვაო ინჟინერი გიორგი წურწუმი, იურისტი ამირან ფაჩუაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქაძე, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მაცაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, მეცნიერი/ფილოსოფოსი თამაზ ბუთხუზი. 

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics