21:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 13:56:40, 1028 ნახვა

მსოფლიო
ირანმა ატომურ მოლაპარაკებებზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია

მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ირანთან ატომურ მოლაპარაკებებზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ირანი შეამცირებს ატომურ აქტივობას, ქვეყანაზე დაკისრებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები კი მოიხსნება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ზავად ზარიფმა აღნიშნულ შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა. შეთანხმების მიხედვით, ირანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, აწარმოოს ინსპექცია ქვეყნის ტერიტორიაზე.

მოლაპარაკებები ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია) შორის 2006 წელს დაიწყო. მოლაპარაკებების მიზანი ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის პრევენცია იყო.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო საქმეებში, ფედერიკა მოგერინიმ, რომელმაც შეთანხმებას „იმედის ნიშანი მთელი მსოფლიოსათვის“ უწოდა.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება იქცეს საერთაშორისო ურთიერთობების ახალი გვერდიდან დაწყების გარანტად“, - განაცხადა მოგერინიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics