12:58 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 14:56:55, 6094 ნახვა

მსოფლიო
„ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ჩემს ვაჟს, რომელიც 6 წლის არის“ - ზელენსკი ტრამპის მუქარას უარყოფს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლას უარყოფს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მასზე ზეწოლის განხორციელებას ვერავინ შეძლებს, რადგან ის დამოუკიდებელი უკრაინის პრეზიდენტია.

"ჩემზე ზეწოლა შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს, ეს ჩემი ვაჟია, რომელიც 6 წლის არის. უკრაინა დაელაპარაკება ამერიკას მხარდაჭერის შესახებ, მაგრამ არაფრის თხოვნას არ აპირებს. უკრაინა ახალი, ძლიერი ქვეყანაა და არ აპირებს ვინმეს რამე სთხოვოს, პირიქით შეუძლია ვინმეს დაეხმაროს", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, საქმე ეხება სატელეფონო საუარს, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის ივლისში შედგა. ამ საუბრის შინაარსმა ამერიკის "დემოკრატიული პარტიის" კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, როგორც "დემოკრატები" აცხადებენ, ტრამპი ზელენსკის დაემუქრა, და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაედინის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ამასთან, როგორც თეთრი სახლის ლიდერის ოპონენტები ამტკიცებენ, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებდა. ხსენებული ბრალდებების შემდეგ, "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics