02:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 13:40:32, 444 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთთან დიალოგის ფორმატის გადახედვა ან გაფართოება არ იგეგმება.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას და კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იგეგმება თუ არა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება.

"ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფორმატის გაფართოება. ის ფორმატი, რაც ჩვენ გვაქვს, დარჩება. მეორე ფორმატი არის ჟენევის დისკუსიები. ასე, რომ არ ვაპირებთ ამ ეტაპზე რაიმე ფორმატის გადახედვას ან გაფართოებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური მიმართულებით რუსეთთან მძიმე ურთიერთობები არსებობს. მისი თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამ მიმართულებით სამუშაოდ შესაძლოა არ გამოდგეს და საჭიროა რაიმე სხვა ფორმატის მოფიქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics