15:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 12:59:16, 1058 ნახვა

პოლიტიკა
გახარიამ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებს და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს.

აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების პირველი პირებისგან შემდგარ დელეგაციას MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი ხელმძღვანელობს, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე, რის უზრუნველსაყოფად რეგიონული მნიშვნელობის არაერთი პროექტი ხორციელდება.

შეხვედრისას, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივა, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.

„ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტიციისთვის განკუთვნილ მრავალმილიარდიან კაპიტალს და ვართ წარმატებული მეწარმეები. ჩვენი სურვილია ამ ენერგიის შემოტანა საქართველოში. დარწმუნებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან საერთო წარმატების მისაღწევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics