15:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 11:44:33, 1221 ნახვა

პოლიტიკა
გაბინაშვილი - გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტს შორის დელიკატური ბალანსი უნდა გაივლოს

დელიკატური ბალანსი უნდა იყოს გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა  მერაბ გაბინაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კილაძე დაინტერესდა, როგორც მოსამართლე როგორ არჩევანს გააკეთებდა თუ მედიის თავისუფლების საპირწონედ პატივი და ღირსება იდგებოდა?!  გაბინაშვილის თქმით, ის ბალანსის დაცვის მომხრეა.

„ღირსება ყველა უფრო აღმატებული ცნებაა, ღირსება შეიძლება იყოს პირადიც და საზოგადოებრივიც. ახალდაბადებული ადამიანსაც კი აქვს ღირსება და უკანასკნელი დამნაშავის ღირსებაც ბოლომდე უნდა იყოს თავისუფლება. მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, აქ ინფორმაციის გადაცემის სტანდარტებთან გვაქვს საქმე. მედია ასრულებს თავის ფუქნციას, უნდა გადასცეს ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ ევროპული სასამართლოს პრეცედენტები აწესებს დასაშვები კომენტარის სტანდარტს და ამბობს, რომ ინფორმაციის გადაცემამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვა ღირებულების დარღვევას, როგორიცააა სასამართლოს ავტორიტეტი, სხვისი ღირსება. აქ დელიკატური ბალანსი უნდა იქნას გავლებული გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვას შორის“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს, უსმენენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics