10:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 18:51:26, 3017 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ  მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებული პირების შეწყალებას გამოეხმაურა. 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტის დაკითხვა მოხდება. 

"თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, ნებისმიერ სტანდარტთან შეუსაბამოს, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენი ოპონენტების მიერ საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics