20:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 18:47:15, 2352 ნახვა

ეკონომიკა
გახარია მსოფლიო ბანკის დირექტორს - ჩვენთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა

საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიო ბანკთან ეფექტურ და ნაყოფიერი თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე - მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა და შესაბამისად, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

საუბრისას, დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics