15:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 12:56:09, 1667 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია ალანიას: ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები

ზოგჯერ რჩევას გვაძლევენ ხოლმე: ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები - ასე გამოგდით, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა.

სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

ბოკერიას აღნიშნული შეფასება, თამარ ალანიას მიერ კითხვაზე თავის არიდებამ გამოიწვია.

ბოკერია დაინტერესდა, იყო თუ არა ეთიკის ნორმების მძიმე დარღვევა, როცა მოსამართლე ლევან მურუსიძემ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო პერიოდში დებატებში გამოიწვია, რაზეც თამარ ალანიამ უპასუხა, რომ კოლეგებთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთებისგან ეთიკის ნორმები ზღუდავს.

ამასთან, თამარ ალანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ინტეპრეტირებულად საუბრობს.

„თქვენი შეფასება და ინტერპრეტირება როგორც მიეცით, მე ამას ასე ვერ წარმოვიდგენდი. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იყო საუბარი, ის ემთხვეოდა თუ არა დებატებს და იმ ადამიანის პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც ადრე იყო ადვოკატი და მერე გახდა პოლიტიკოსი, ეს სხვა რამეა. ადვოკატი, რომელიც თქვენს საწინააღმდეგო პოზიციებზე საუბრობდა და დღეს არის თქვენი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებაზე“, - განაცხადა თამარ ალანიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics