13:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 14:00:19, 1341 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროკურატურის მიერ შეწყალების საკითხზე გამოძიების დაწყებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გენერალური პროკურატურის მიერ, შეწყალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმება. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გზა სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა.

"მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, პროკურატურამ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 3 პირის შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics