|
2019-09-19 15:29:35, 1427 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში მუნიციპალური სპორტული ცენტრი გაიხსნა
წყნეთში, ამილახვარის ქუჩის N21-ში სპორტული ცენტრი გაიხსნა, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან და ვაკის რაიონის გამგებელ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს. „წყნეთში კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის პატარა კომპლექსი. იცით, ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა რამდენად მნიშვნელოვანია და ამისთვის, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიამ, გამგეობებმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განახორციელონ, რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია გავუწიოთ სპორტს, სპორტულ ცხოვრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს. მიხარია, რომ წყნეთს კიდევ ერთი ასეთი ლამაზი სივრცე შეემატა, სადაც არის სპეციალური დარბაზი ტანვარჯიშისთვის, კარატესთვის, ძიუდოსთვის. ასევე, არის სპეციალური სატრენაჟორო დარბაზი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს. სასიხარულოა, რომ ამდენი პატარა, ამდენი ახალგაზრდა იქნება დაკავებული სპორტით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპორტული ცენტრით სარგებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 700-მდე კვ. მ ფართობზე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ტრიბუნა, სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. წყნეთის სპორტულ ცენტრში, ისევე როგორც ყველა მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში, იმოქმედებს შეღავათიანი ტარიფები. დედაქალაქის მერთან ერთად, ახლადაშენებულ სპორტული ცენტრში იმყოფებოდნენ თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და კომისიის წევრები: ავთანდილ ცინცაძე, შალვა ოგბაიძე, დავით რურუა, გიორგი მუსხელიშვილი, დავით ჭელიძე, ლევან ჯაფარიძე.
(NS)
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)