|
2019-09-19 12:44:00, 2033 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი ასაწონი თამბაქოს დაბეგვრაზე: ამ საკითხის მოწესრიგება აუცილებელია
აუცილებელია ამ საკითხის მოწესრიგება, რადგან რეალურად გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს მოხდა თამბაქოს აქციზის ზრდა ფილტრიან იმპორტირებულს სიგარეტზე და ასევე, გაიზარდა აქციზი ე.წ. ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე, რის გამოც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა ასაწონ თამბაქოზე, რომელიც პრაქტიკულად არ იბეგრებოდა. „აღმოჩნდა, რომ ელასტიურობა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. თავიდანვე იგეგმებოდა დაბეგრილიყო ასაწონი თამბაქოც. შემდეგ, სამწუხაროდ ეს პროცესი დიდ ხანს გაიწელა, ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დაბეგვრა. რეალურად, გამოდის, რომ ერთ-ერთი მთავრი აქციზური საქონელი არ იბეგრება, მაშინ რას ვერჩით საწვავს და ა.შ. რასაკვირველია, ამით დაბალანსდება ის დანაკარგიც, როდესაც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა გადასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად, დაბეგვრა მანდაც იქნება ზომიერი ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის. კარგი ტენდენციაა, რომ მწეველების შემცირების ტენდენცია დასტურდება. ეს კარგია და ამ ტემპით თუ უფრო სწრაფად წავალთ კარგი იქნება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მან, ასევე, ისაუბრა ელექტრო სიგარეტის დაბეგვრის თემაზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია აღნიშნული პროდუქტიც მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში. „პარლამენტში ამასთან დაკავშირებითაც შესულია ინიციატივა. აუცილებელია ესეც მოწესრიგდეს და მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში. მწარმოებლები არ არიან თანახმა, რომ იმ პირობებისა და რეგულაციების პირობებში შემოვიდნენ, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ამიტომ ჩვენი რეგულაციები უნდა გაუტოლდეს ევროპულ. დღეს ჩვენი რეგულაციები ევროპულზე მკაცრია აღნიშნულ საკითხში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)