|
2019-09-18 17:29:36, 3811 ნახვა
კომენტარი
ცუცქირიძე: ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია
საბანკო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს წამყვან სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, აზერბაიჯანი საქართველოსთვის არა მხოლოდ წამყვანი სავაჭრო-პარტნიორია, არამედ ბოლო წლებში ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. "კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი უნდა გაესვას წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი აქაც ლიდერია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანში ვიზიტი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე, პირველ რიგში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო და ნიშანდობლივი, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, აზერბაიჯანი არის ჩვენი ღია მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხითაც. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე არაც არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო - ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის. ეკონომიკური მდგრადი განვითარებისა და ზრდის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი ენერგეტიული და სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ მიმართულებით უნდა გამოიყოს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, ასევე ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარი გახდება. ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზების მიმართულებით, მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება. და ბოლოს ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია, რაც ადასტურებს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სამთავრობო კურსს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე", - ამბობს ექსპერტი.
(NS)
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)