2019-09-18 13:17:28, 1404 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პარტიასაც დააფუძებს
სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკურ პარტიასაც ჩამოაყალიბებენ.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე მოძრაობა "ლელოს" პირველ 12 წევრის წარგენისას განაცხადა.
„ეს არაფერ კავშირში არ არის პოლიტიკურ პარტიასთან, პოლიტიკური პარტიის დაფუძნება იქნება ცალკე და ბუნებრივია, არ გამოგაპარებთ. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იქნებიან არჩეული „ფრაიმერის პრინციპით“, მოსახლეობასთან ერთად წარვადგენთ იმ ლიდერებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს დამარცხებიდან გამარჯვებისკენ. იყო სპეკულაციები რომ ჩვენ პირველ 12-ს წარვაგდენთ, არანაირი 12 და 150-ე არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომელიც მოდიან თანასწორუფლებიანი პრინციპით და თითოეული ადამაინი აქ შეასრულებს თავის ფუნქციას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან