|
2019-09-17 12:59:17, 2654 ნახვა
კომენტარი
მარშანია: ჰაერივით გვჭირდება დიალოგი რუსეთთან - დებატები ნატო-ში გაწევრიანებაზე, საომარ მოქმედებებამდე მიგვიყვანს
"დღეს ჩვენ არ მიგვიღებენ ნატო-ში, არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც მაგათ გარეშე. უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება და დებატები, რომელიც მხოლოდ ახალ საომარ მოქმედებებში ჩაგვითრევს", - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მარშანია აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ აზრით, სიტუაციიდან გამოსავალი სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცხადება და გატარებაა. „საპარლამენტო ტრიბუნიდან გვინდა გავაჟღეროთ ის მკაფიო გზავნილები, რომელიც გახმოვანდა პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ამერიკის საელჩოსთან , რომელიც არც ანტიამერიკული იყო და არც დესტრუქციული - ბატონო გია ვოლსკი, მისი ყურადღება მინდა მივიქციო. პირველი ჩვენი გზავნილი რომელიც გაჟღერდა, იყო - დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ, სადაც დგას და არიან მკვლელები, მწამებლები, მავნებლები და პროვოკატორები სააკაშვილების და ბოკერიების სახით. შეწყვიტეთ მათი მფარველობა და მათი შექმნილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მფარველობა. სად არის აქ ანტიამერიკანიზმი? მეორე - საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, ექსპერიმენტების პოლიგონი, არ არის ფეოდალური სახელმწიფო სადაც შეიძლება იდირექტოროს კრამერმა და ბრაიზამ. გასაოცარია, ბრაიზა ყოფილი ელჩია, ჩამოდის საქართველოში და ლანძღავს თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპს. მესამე გზავნილი - ყველას ესმის, რომ დღეს ჩვენ არანაირად არ მიგვიღებენ ნატოში, არც აფხაზეთ ცხინვალთან ერთად, არც მაგათ გარეშე. უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება და უაღრესად მავნებლური განცხადებები, დებატები, კონფერენციები თუ რა სახით მიგვიღებენ/არ მიგვიღებენ ნატოში. ეს არის მხოლოდ სატყუარა და ეს ყველაფერი მხოლოდ ახალ საომარ მოქმედებებში ჩაგვითრევს. აქედან გამოსავალი არის სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცხადება და გატარება. არა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებს, არა ბაზებს, არა რაიმე სახის საერთაშორისო წვრთნებს. ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა ადა მარშანიამ.
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანა ხანძრის ჩაქრობიდან ოთხი დღის შემდეგ
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)