02:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 16:44:39, 910 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სემინარის მიზანს,  დასაქმების პროგრამებისა და სერვისების ცნობადობის ამაღლება და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.

ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ გახსნა. სემინარს მედიის, არასამთავრობო სექტორის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, კოლეჯებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დასაქმების პროგრამების  დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა სტუმრებს სააგენტოს პროგრამების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამები დადებითად შეაფასა და ამ მიმართულებით სამუშაოების კიდევ უფრო გაფართოების სურვილი გამოთქვა.

სემინარზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო პროცესის დროს არსებულ გამოწვევებზე, მომსახურების სტანდარტებსა და მათი განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics