00:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 14:37:33, 2328 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

დედაქალაქში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები, ე.წ. „შაბათობები“ გრძელდება, რომლის ფარგლებში, სამგორის რაიონში დასუფთავდება და მოირეცხება ვარკეთილის ზემო პლატოს ცენტრალური გზები, მიმდებარე ფერდობები, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები და ასევე, გაიწმინდება სანიაღვრე ქსელი.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი  ლევან ჯღარკავა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.

მერის მოადგილის თქმით, მსგავსი ტიპის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც განხორციელდება.

„ადგილობრივი მაჟორიტარის და მერიის ინიციატივით, ტარდება დასუფთავების მასშტაბური აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ უბანს თანაბრად მიექცეს ყურადღება. მუნიციპალიტეტის მხრიდან  მსგავსი აქციები კვლავ გაგრძელდება და ვფიქრობთ, ეს მაგალითია მოსახლეობისთვის, რომ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით კი, მთელი დღის განმავლობაში, შესაბამისი ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ დასუფთავების და მორეცხვის სამუშაოები განხორციელდეს.

„ვარკეთილის ზემო პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მოიცავს დასუფთავებას, როგორც შიდა კვარტალური გზების, ასევე არსებული პარკებისა და სკვერის. ჩატარდება მორეცხვის სამუშაოები, გაიწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი პირადი შემადგენლობა იქნება მობილიზებული შესაბამისი სპეციალური ტექნიკით“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

აღნიშნულ აქციაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების სამსახურის 70-მდე, ხოლო სანიაღვრე სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის ექვსი თანამშრომელი. ადგილზე, ასევე მობილიზებულია „თბილსერვის ჯგუფის“, როგორც სანიაღვრე ქსელებისთვის, ასევე დასუფთავებისთვის განკუთვნილი ტექნიკა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics