11:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 10:36:53, 1084 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და დისციპლინა

„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტური კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარმატებები უსურვა და მათ თხოვა, სხდომის დასრულების შემდეგ, განხილულ საკითხებთან ერთად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ისაუბრონ.

„ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს",- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.

მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა. მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics